ავსტრალია


2018 წლის 24 მაისს IX ა კლასში  ჩატარდა ღია გაკვეთილი ინგლისურ ენაში „ავსტრალია“. გაკვეთილი საინტერესო იყო, რადგან მოიცავდა ავსტრალიის შესახებ სხვადასახვა ფაქტებს: გეოგრაფიულ მდებარეობას,  ფაქტებს მოსახლეობის, ბუნებრივი მოვლენების, ბუნებისა და ამინდის შესახებ. გაკვეთილი მოიცავდა მრავალფეროვან რესურსებს: სლაიდ- შოუს, ფლიპჩართებს, ბარათებსა და სხვა. მოსწავლეებისათვის გაკვეთილი  საინტერესო იყო, რადგან მოსწავლეებმა წინარე ცოდნიდან გამომდინარე ბუნებრივი მოვლენები გაიხსენეს, ცდილობდნენ თითოეული მოვლენა თავად აეხსნათ ინგლისურ ენაზე და გამოესახათ დაფაზე. ინტეაქციაში ჩართული იყო თითქმის ყველა მოსწავლე. საინტერესო იყო ახალი მასალის პრეზენტაცია, რომლებიც მოსწავლეებმა სულ მოკლე დროის  განმავლობაში მოამზადეს და რეგლამენტის დაცვითაც კი წარმოადგინეს.